პროგრამის დაყენება

Parent Previous Next


პროგრამის დასაყენებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://www.infinati.ge/Services.aspx


ჩამოტვირთეთ სისტემის უახლესი ვერსია . 


გამოვა შეთანხმების ფანჯარა, გაეცანით პირობებს და დათანხმების შემდეგ შეძლებთ პროგრამის ჩამოტვირთვას



Microsoft Edge - ის შემთხვევაში ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება პატარა ფანჯარა (იხ. ქვემოთ მოცემული ფოტო). დააჭირეთ Open-ს 



Chrome - ის შემთხვევაში, პროგრამის დაყენებამდე საჭიროა სპეციფიკური საინსტალაციო პაკეტის დაინსტალირება, რომელიც შეგიძლიათ დააინსტალიროთ ინსტრუქციის მიხედვით, ან დააკლიკეთ აქ 



გაიხსნება ფანჯარა და დააკლიკეთ Install-ს



თუ პროგრამა ყენდება პირველად, სისტემა გთავაზობს სადემონსტრაციო ვერსიის ჩართვას, შეიყვანეთ მითითებული პაროლი და შეძლებთ გაეცნოთ პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიას.


თუ პროგრამა შეძენილი გაქვთ და გაწერილია ლიცენზია, შეგიძლიათ მიუთითოთ სერვერთან კავშირის პარამეტრები. ამისთვის უნდა დააკლიკოთ კავშირის პარამეტრების ღილაკს (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი)



გაიხსნება ფანჯარა (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი) სადაც სერვერის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი ორგანიზაციის სერვერის მისამართი და ბაზის ველში ბაზის სახელი.

 


სერვერის მისამართის ან ბაზის სახელის გასაგებად მიმართეთ თქვენს IT სპეციალისტს ან მოგვწეერთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე info@infinati.ge .


მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შენახვას. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც შევსებული დაგხვდებათ ორგანიზაციის დასახელება, რომელის შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, სწორედ ამ დასახელებით მოხდება მითითებული კავშირის შენახვა სისტემაში. დააჭირეთ შენახვის ღილაკს და ამით სერვერთან კავშირის გაწერა დასრულდება.


პროგრამაში შესვლისთვის და მუშაობისთვის საჭიროა შეიყვანოთ მომხმარებელი და პაროლი. მომხმარებელი პროგრამაში რეგისტრირეული უნდა იყოს ადმინისტრატორის მიერ. 


გისურვებთ წარმატებულ მუშაობას!



Created with the Personal Edition of HelpNDoc: Elevate your documentation to new heights with HelpNDoc's built-in SEO