ჩვენ შესახებ

შპს „აბსცისა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. კომპანიამ, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეიმუშავა საწარმოს მართვის ერთიანი სისტემა - INFINATI. პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

INFINATI წარმოგიდგენთ მაღაზია-საწყობის, დისტრიბუციის, წარმოებისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამას, რომელიც შემუშვებულია საქართველოში და სრულად შეესაბამება საქართელოს კანონმდებლობას. პროგრამა ინტეგრირებადია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მორგებულია ნებისმიერ სფეროში მოღვაწე თითოეულ მომხმარებელზე და ადვილად ათვისებადია.

INFINATI-ს გუნდი ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუდმივად ჩართულია თქვენთვის საჭირო პროცესებში და თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, გეხმარებათ, რომ წარმატებულად მართოთ ბიზნესი. გამართული და წარმატებული საქმიანობის საწინდარი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი, უსწრაფესი მომსახურებაა. INFINATI - ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

რატომ ჩვენ

მოდულები

საწყობი

საწყობის მართვის მოდული ნებისმიერი სახის ორგანიზაციისა და საწარმოსთვის არის განკუთვნილი. მისი საშუალებით ხდება სისტემის მართვა და სრულდება ყველა ძირითადი ოპერაცია: საქონლის შესყიდვები და გაყიდვები, შიდა გადაზიდვები, აღრიცხვა, მიღება-გადაადგილება, რეალიაზცია და იმპორტი. მოდული მოიცავს მთელ რიგ რეპორტებს შესაბამის საწყობებში საქონლის მოძრაობის შესახებ. ნებისმიერ ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა (ჩამოტვირთვა) შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ხორციელდება.

დისტრიბუცია

დისტრიბუციის მოდული მოიცავს ყველა საჭირო ფუნქციას VAN-sale-ის და Pre-sale-ის მეთოდით მუშაობისთვის. აღნიშნული მოდულის საშუალებით მყისიერად ხორციელდება შეკვეთების მიღება, რეალიზაციაში გატარება, საქონლის ბორტიდან რეალიზაცია და ბუღალტერიაში ფინანსური ტრანზაქციების ავტომატური წარმოება. დისტრიბუტორის მიერ შესრულებული თითოეული ოპერაცია მომენტალურად აისახება როგორც პროგრამის ცენტრალურ ბაზაში, ასევე შემოსავლების სამსახურის (http://www.rs.ge) ვებ-გვერდზე.

კაფე-რესტორანი

კაფე-რესტორნის მოდულის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დიდ და მრავალდარბაზიან რესტორანებში, ისე პატარა კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში. პროგრამის მომხმარებელი ადგენს მენიუს, იღებს შეკვეთებს, ანაწილებს მაგიდის და დარბაზების სახეობებს, რაც ფინანსური აღრიცხვის მოდულში გატარებების სახით ავტომატურად აისახება.

POS (საცალო გაყიდვები)

POS-ის მოდული უზრუნველყობს მაღაზიებში, თუ სხვა ნებისმიერ საცალო სავაჭრო წერტილში, პროდუქციის რეალიზაციას და პროცესების სრულ ავტომატიზაციას. პროგრამის მარტივი ინტერფეისი საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი მარტივი და კომფორტული გახადოთ. მოდული მუშაობს, როგორც offline, ასევ online რეჟიმში. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სასაჩუქრე და ბონუს ბარათების მრავალ-ფუნქციური სისტემებით.

წარმოება

წარმოების მოდული მოიცავს წარმოების ერთიანი პროცესის ავტომატიზაციას, რაც გულისხმობს მზა პროდუქციისთვის კალკულაციების (რეცეპტების) შექმნას და მის წარმოებას. წარმოებისას ხდება ნედლეულის და მასალების ავტომატურად ჩამოწერა და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებების ფორმირება.

დაგვიკავშირდით

INFINATI

ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N4

დაგვირეკეთ:

+995 322 47 07 27

მოგვწერეთ:

info@infinati.ge