წარმოება

Parent Previous Next


წარმოების მოდული მოიცავს წარმოების ერთიანი პროცესის ავტომატიზაციას, დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ფართო შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოების პროცესის უწყვეტობას. 


პროგრამაში შესაძლებელია მზა პროდუქციისთვის კალკულაციების (რეცეპტების) შექმნა და მისი წარმოება. წარმოებისას ხდება ნედლეულის და მასალების ავტომატურად ჩამოწერა და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებების ფორმირება. პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშების მოქნილი მექანიზმი კი საშუალებას იძლევა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად დაფორმირდეს წარმოებულიი პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირდაპირი, ისე ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით.


წარმოების პროცესი ნედლეულის შესყიდვიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე სრულად ავტომატიზებულია. ოპტიმიზებულია საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვიის პროცესი, უზრუნველყოფილია საწარმოო პროცესების კონტროლი, სპეციფიკაციების შეუზღუდავი რაოდენობა, წარმოებული პროდუქციის ფაქტიური და ნორმატიული დანახარჯების ანალიზი და ა.შ. 

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create Professional CHM Help Files with HelpNDoc's Easy-to-Use Tool