ERP სისტემების კლასიფიკაცია


ERP სისტემები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კლასად. სანამ ზედმეტად ჩაუღრმავდებით რომელიმე კონკრეტული ERP სისტემის კვლევას, სასარგებლო იქნება იმის გააზრება თუ რომელი ERP კატეგორია მოერგება თქვენს ორგანიზაციას.

  • პირველი კლასის ERP არის უაღრესად კონფიგურირებადი სისტემა, რომელსაც იყენებენ მრავალპროფილური საერთაშორისო კომპანიები. ამ კლასში შემავალ სისტემებს, როგორებიცაა SAP, Syspro, Microsoft Dynamics, Oracle და NetSuite აქვთ შესაძლებლობა კომპანიის სხვადასხვა ლოკაციებიდან მიღებულ უზარმაზარ მონაცემებს წამებში მოუყარონ თავი ერთ სისტემაში. თუ თქვენ ხართ მცირე ან საშუალო ზომის მწარმოებელი, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიდ კომპანიებში, სავარაუდოდ გირჩევენ ამ ცნობილი სისტემებიდან ერთ-ერთს, მაგრამ ნამდვილად არის კი თქვენთვის საჭირო პირველი კლასის ERP სისტემები? თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვებიდან უმეტესობას დადებითად უპასუხებთ მაშინ უყოყმანოდ შეგიძლიათ ამ სისტემებიდან ერთ-ერთზე შეაჩეროთ არჩევანი.

    • მზად ხართ განიხილოთ ყველაზე ძვირადღირებული ERP გადაწყვეტილებები?
    • ნამდვილად გსურთ უაღრესად კონფიგურირებადი გადაწყვეტა?
    • გეგმავთ მინიმუმ ერთი სრული განაკვეთის სისტემის ადმინისტრატორის ან მონაცემთა ანალიტიკოსის დაქირავებას თქვენი ახალი ERP სთვის?
    • გაქვთ ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში?
    • გაქვთ რამდენიმე ტიპის ბიზნესი, რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებენ, მაგრამ გსურთ იყვნენ ერთ სისტემაში?

  • Მეორე კლასის ERP არის საშუალო ზომის ERP სისტემა, რომელსაც აქვს პირველი კლასის სისტემების მახასიათებლების უმეტესობა, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომ ფასად და გამარტივებული სახით, ათწლეულების განმავლობაში პირველი კლასის ERP სისტემების მწარმოებლებმა შექმნეს ნიშური გადაწყვეტილებები შედარებით პატარა ორგანიზაციებისთვისაც, ასეთი სისტემებია: SAP Business By Design, NetSuite Small Business და Dynamics 365. ასევე არსებობს უშუალოდ საშუალო და მცირე საწარმოების მოთხოვნებზე ორიენტირებული ERP სისტემების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ორგანიზაციებს სთავაზობენ მათზე მორგებულ საუკეთესო პრაქტიკას და ინდივიდუალური მოთხოვნების შემთხვევაში შესაბამის პროგრამულ მხარდაჭერას. ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ იმის დადგენაში არის თუ არა მეორე კლასის სისტემები თქვენი კომპანიისთვის საუკეთესო გადაწყვეტა:

    • მზად ხართ შეუსაბამოთ თქვენი ბიზნეს პროცესები ERP კომპანიის მიერ დადგენილ საუკეთესო პრაქტიკას?
    • გირჩევნიათ უშუალოდ ERP მომწოდებლის საშუალებით განახორციელოთ პროგრამული მხარდაჭერა, თანამშრომელთა გადამზადება და პერსონალიზაცია?
    • ეძებთ პირველი კლასის ბევრ სარგებელს, მაგრამ უფრო დაბალ ფასად?

  • მე-3 კლასის ERP კომპანიები უზრუნველყოფენ ყველაზე ნიშურ გადაწყვეტილებებს და მეტად პერსონალურ მხარდაჭერას. ეს მცირე კომპანიები გვთავაზობენ თანამედროვე ERP ს, რომელიც ხშირად ვითარდება კონკრეტული ტიპის მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად. Მაგალითად თუ თქვენ ხართ საცალო გაყიდვების სფეროში, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოთ პირველი კლასის სისტემების დანერგვას, რომლებსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ მოითხოვს დიდი რაოდენობით პერსონალიზაციას და მოიცავს უამრავ ფუნქციონალს, რომლებიც ზედმეტია თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მესამე კლასის ERP გადაწყვეტილებებით. ფასის მიხედვით მესამე კლასის სისტემები ყველაზე კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის, რომლებიც თავიანთ პირველ ERP სისტემას ყიდულობენ.
თამარ გოგოლაძე
02-02-2022

სტატიები

ERP სისტემების კლასიფიკაცია

ERP სისტემები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კლასად. სანამ ზედმეტად ჩაუღრმავდებით რომელიმე კონკრეტული ERP სისტემის კვლევას, ...

02-02-2022       თამარ გოგოლაძე   
ABC ანალიზი

მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების და განხილვის პროცესს, რომლის მიზანია მაქსიმალუად სწორი დასკვნების ...

15-01-2021       თამარ გოგოლაძე   
ბიზნეს პროცესის მართვა და ERP სისტემები

ბიზნეს პროცესის მართვა სწორედ დიდი მოგზაურობის დაგეგმვაა, დანიშნულების ადგილამდე წარმატებულად მისასვლელად. ბიზნესში ამის ...

16-07-2020       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის ევოლუცია

ERP პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობდა, როგორც უმეტესი ბიზნესის ცენტრალური ნერვული სისტემა, მაშინ, როდესაც კვ ...

18-02-2020       თამარ გოგოლაძე   
სხვაობა CRM და ERP სისტემებს შორის

CRM და ERP სისტემები, ორივე კონტაქტებს, კომპანიებს, შეკვეთებსა და პროგნოზებს ემსახურება. ისინი მსგავსი პროგრამული უზრუნვ ...

20-01-2020       თამარ გოგოლაძე   
BPMN

BPMN (Business Process Model and Notation) არის ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის შემუშავებული მსოფლიო სტანდარტი, რომლის ...

17-12-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP დისტრიბუციისთვის

რადგან ვამბობთ, რომ ERP სისტემა ბიზნესისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ლოგიკურია, რომ დისტრიბუციის მოდულიც თავისთავად მომ ...

03-12-2019       ანა ანდღულაძე   
ERP სისტემის დანერგვა

მას შემდეგ, რაც თქვენთვის შესაფერის სისტემას და ვენდორს იპოვით, იწყება დანერგვის გამოწვევები. ...

26-11-2019       თამარ გოგოლაძე   
მონაცემთა დაცვა ERP სისტემებში

ყველა კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებს ან სხვა ისეთ დეტალებს შეიცავს, რაც კომპანიის ...

19-11-2019       ანა ანდღულაძე   
5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე