ABC ანალიზი


მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების და განხილვის პროცესს, რომლის მიზანია მაქსიმალურად სწორი დასკვნების ფორმირება, არსებული შედეგების მიზეზების ახსნა და შემდგომი მოქმედებებისთვის სწორი მიმრთულების განსაზღვრა. ანალიზის შედეგები, მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესი იარაღია კომპანიის მმართველი პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ერთ-ერთ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან ანალიტიკურ მეთოდს წარმოადგენს ABC ანალიზი, რომელიც მომდინარეობს იტალიელი ეკონომისტის, ვილფრედო პარეტოს კანონიდან "პარეტოს პრინციპი". აღნიშნული კანონის თანახმად, შედეგების 80% მთლიანი ძალისხმევის მხოლოდ 20%-ით მიიღწევა, ხოლო დანარჩენი 80% ძალისხმევა კი შედეგების 20 %-ს ხმარდება.

მარაგების მენეჯმენტის მიმართულებით, ABC ანალიზის (activity based costing) მეშვეობით შესაძლებელია იმ პერსპექტიული საქონლის ან საქონლის ჯგუფის გამოვლენა, რომელსაც მოაქვს მაქსიმალური მოგება კომპანიისათვის. აღნიშნული ანალიზის ჩატარებისას კომპანიის მიზანია საკვანძო საქონლის განსაზღვრა და მართვა მოცემული 20%-იანი ჯგუფით, რომელიც ფაქტობრივად ქმნის 80%-იან ფულად შემოსავლებს. როგორც წესი, აღნიშნული ანალიზი მარაგს ყოფს სამ კატეგორიად, მისი შემოსავლისა და კონტროლის საჭირო ზომების გათვალისწინებით:

  • A ჯგუფი - მაქსიმალურად ღირებული საქონელი, რომელიც შეადგენს პროდუქციის ასორტიმენტის 20%-ს და მოაქვს გაყიდვებიდან 80%-იანი მოგება;
  • B ჯგუფი - დაბალღირებული საქონელი, რომელიც შეადგენს პროდუქციის ასორტიმენტის 30%-ს და უზრუნველყოფს გაყიდვებიდან 15%-იან მოგებას;
  • C ჯგუფი - არამოთხოვნადი საქონელი, რომელიც შეადგენს ასორტიმენტის 50%-ს და უზრუნველყოფს გაყიდვებიდან მხოლოდ 5%-იან მოგებას.

ნებისმიერი კომპანიის ციფრები რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველას მსგავსი განმასხვავებელი მოდელი გააჩნია. ეს ანალიზი მიზნად ისახავს მენეჯერების ყურადღების მიპყრობას კრიტიკულად მნიშვნელოვან რამდენიმე (A ჯგუფის) პროდუქტზე და არა წვრილმან (C ჯგუფის) პროდუქტებზე და მარაგების კონტროლის ძალისხმევის კონცენტრირებაზე იმ კონკრეტულ პროდუქტებზე, სადაც მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ექნებათ.

ABC ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საქონლის მიხედვით მიმდინარე და პროგნოზირებადი მონაცემების (გაყიდვები, ამონაგები და ა.შ რის მიხედვითაც გსურთ ანალიზის გაკეთება) განსაზღვრა. რა თქმა უნდა შესაძლებელია მხოლოდ გასული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობაც, თუმცა უმჯობესია გათვალისწინებული იყოს სამომავლო პროგნოზებიც (მაგ ახალი საქონლის დამატება, არსებულის შეწყვეტა ან ცვლილება და ა.შ);
  • დაალაგეთ მონაცემები კლებადობის მიხედვით;
  • თითოეული სახეობისთვის განსაზღვრეთ პროცენტული წილი მთლიანთან მიმართებაში;
  • თითოეული სახეობსთვის განსაზღვრეთ აკუმულირებული პროცენტული წილი (გამოითვლება თითოეული ნომეკლატურისთვის მისი და მის წინ არსებული ყველა ნომენკლატურის პროცენტული წილების ჯამით);
  • აკუმულირებული პროცენტული წილის მიხედვით მოახდინეთ თითოეული სახეობის კლასიფიცირება (A ჯგუფი: 0% დან 80%მდე; B ჯგუფი: 80% დან 95%მდე; A ჯგუფი: 95% დან 100%მდე;)

ABC ანალიზის უპირატესობებია:

  • არის სწრაფი და მარტივი და ხელს უწყობს ეფექტურ მართვას ძალისხმევისა და ხარჯების შემცირებით;
  • შედეგების მდგრადობა და საიმედოობა რესურსების და კაპიტალის ფოკუსირების საშუალებას იძლევა უფრო პერსპექტიული პროდუქტების განსავითარებლად;
  • ანალიზი უნივერსალურია და მისი გამოყენება შეიძლება კომპანიის საქმიანობის სხვა და სხვა სფეროებში, როგორებიცაა მაგალითად კლიენტები და ადამიანური რესურსები.

მიუხედავად არაერთი უპირატესობისა გასათვალისწინებელია აღნიშნული ანალიზის უარყოფითი ასპექტებიც:

  • არის მარტივი ანალიტიკური მეთოდი და ვერ ასახავს გარე ფაქტორების ზემოქმედებას, როგორებიცაა: სეზონურობა, კონკურენტების ზეგავლენა, მყიდველ უნარიანობა და ა.შ;
  • პერიოდულად საჭიროებს განახლებას;
  • ნაკლებად გამოსადეგია არამასიური წარმოების კომპანიების შემთხვევაში.
თამარ გოგოლაძე
15-01-2021

სტატიები

ABC ანალიზი

მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების და განხილვის პროცესს, რომლის მიზანია მაქსიმალუად სწორი დასკვნების ...

15-01-2021       თამარ გოგოლაძე   
ბიზნეს პროცესის მართვა და ERP სისტემები

ბიზნეს პროცესის მართვა სწორედ დიდი მოგზაურობის დაგეგმვაა, დანიშნულების ადგილამდე წარმატებულად მისასვლელად. ბიზნესში ამის ...

16-07-2020       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის ევოლუცია

ERP პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობდა, როგორც უმეტესი ბიზნესის ცენტრალური ნერვული სისტემა, მაშინ, როდესაც კვლევითმა ...

18-02-2020       თამარ გოგოლაძე   
სხვაობა CRM და ERP სისტემებს შორის

CRM და ERP სისტემები, ორივე კონტაქტებს, კომპანიებს, შეკვეთებსა და პროგნოზებს ემსახურება. ისინი მსგავსი პროგრამული უზრუნვ ...

20-01-2020       თამარ გოგოლაძე   
BPMN

BPMN (Business Process Model and Notation) არის ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის შემუშავებული მსოფლიო სტანდარტი, რომლის ...

17-12-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP დისტრიბუციისთვის

რადგან ვამბობთ, რომ ERP სისტემა ბიზნესისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ლოგიკურია, რომ დისტრიბუციის მოდულიც თავისთავად მომ ...

03-12-2019       ანა ანდღულაძე   
ERP სისტემის დანერგვა

მას შემდეგ, რაც თქვენთვის შესაფერის სისტემას და ვენდორს იპოვით, იწყება დანერგვის გამოწვევები. ...

26-11-2019       თამარ გოგოლაძე   
მონაცემთა დაცვა ERP სისტემებში

ყველა კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებს ან სხვა ისეთ დეტალებს შეიცავს, რაც კომპანიის ...

19-11-2019       ანა ანდღულაძე   
5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე