ბლოგი

BPMN

BPMN (Business Process Model and Notation) ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია არის ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის შემუშავებული მსოფლიო სტანდარტი, რომლის დანიშნულებაა პირობითი აღნიშვნების სისტემის მეშვეობით გახადოს ბიზნეს პროცესები ადვილად აღქმადი ყველა ბიზნეს მომხმარებლისთვის. BPMN ვიზუალურად ასახავს ბიზნეს საქმიანობისა და ინფორმაციის ნაკადის დეტალურ თანმიმდევრობას.
BPMN-ის მიზანია ბიზნეს პორცესების მოდელირებისთვის საჭირო ისეთი მარტივი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდის განსაკუთრებით რთული ბიზნეს პროცესების მართვას. ნოტაციის (პირობითი აღნიშვნების) გრაფიკული ასპექტები დაყოფილია სპეციფიკურ კატეგორიებად ისე, რომ ბიზნეს პროცესების დიაგრამის (BPD) წამკითხველმა, მარტივად შეიცნოს ელემენტის ძირითადი ტიპები და გაიგოს დიაგრამის შინაარსი. არსებობს ელემენტების ოთხი ძირითადი კატეგორია:

  • პროცესის ნაკადის ობიექტები (Flow objects): ძირითადი გრაფიკული ელემენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ბიზნეს პროცესების ყოფაქცევას. არსებობენ სამი სახის ნაკადის ობიექტები: მოვლენები (Events), მოქმედებები (activities) და ლოგიკური ოპერატორები-განშტოებები (gateways);
  • მაკავშირებელი ობიექტები (Connecting objects): არსებობს ნაკადის ობიექტების ერთმანეთთან ან სხვა ინფორმაციასთან დამაკავშირებელი (შემაერთებელი) სამი სახის ობიექტი: მიმდევრობითი შესრულების ნაკადი (Sequence Flow); შეტყობინების ნაკადი (Message Flow) და გაერთიანება (Association);
  • პროცესის მონაწილე ობიექტები (Swim lanes): არსებობს პროცესის მონაწილეების საშუალებით მოდელირების ძირითადი ელემენტების დაჯგუფების ორი გზა: პული (Pool) და ბილიკი (Lane);
  • არტეფაქტები (Artefacts) : არტეფაქტები ანუ ნიმუშები გამოიყენება პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად. არსებობს სამი სტანდარტიზირებული არტეფაქტი, მაგრამ მოდელიორებს შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის საჭირო რაოდენობის არტეფაქტები. BPMN-ს აქვს დამატებითი შესაძლებლობები სტანდარტიზირება გაუკეთოს არტეფაქტების დიდ სიმრავლეს საერთო გამოყენებისათვის. არტეფაქტების არსებული სიმრავლე მოიცავს: მონაცემების ობიექტებს (Data Object); ჯგუფებს (Group) და ტექსტურ ანოტაციებს (Annotation).

ელემენტების ეს ოთხი კატეგორია გვაძლევს მარტივი დიაგრამების ბიზნეს პროცესების შექმნის საშუალებას.

BPMN მენეჯერებს საშუალებას აძლევს ადვილად გააკონტროლონ და მართონ თავიანთ ორგანიზაციები უფრო ეფექტურად სამომავლო მიზნებისა და პროცესების განსაზღვრით. ამასთანავე BPMN-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ მას შეუძლია დააკავშიროს ტექნიკური და არატექნიკური აუდიტორიები ერთი, მათთვის გასაგები ენის საშუალებით და შექმნას ერთიანი ბიზნეს მოდელი, რომელიც იქნება გამჭვირვალე და გასაგები თითოეული თანამშრომლისთვის. აღსანიშნავია BPMN-ის სხვა მრავალი პოტენციური სარგებელი, როგორებიცაა:

  • ბიზნეს სტრატეგიებთან მაქსიმალურად შესაბამისი IT ოპერაციების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება: რამდენადაც მნიშვნელოვანია IT–ს როლი თანამედროვე ბიზნესისთვის, იმდენად მისმა კომპლექსურობამ შესაძლოა სირთულეების წინაშე დააყენოს გადაწყვეტილების მიმღებნი. მათ არ აქვთ იგივე ცოდნა, რაც IT მენეჯერებს, IT მენეჯერები კი თავის მხრივ ნაკლებად ერკვევიან ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების წვრილმან ასპექტებში, BPMN-ის საშუალებით კი შესაძლებელია ორივე მხარისთვის უფრო ნათელი გახდეს, რამდენად შეესაბამებება არსებული IT გადაწყვეტილებები მიმდინარე ბიზნეს პროცესებს და შემუშავდეს მეტად შესაბამისი IT გადაწყვეტილებები.
  • საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება და დანახარჯების შემცირება: ბიზნესის პროცესების და ამ პროცესების ურთიერთკავშირების უკეთ გაგებით, გადაწყვეტილების მიმღები პირები ნამდვილად შეძლებენ ეფექტურობის გაუმჯობესებას. სრულად ოპტიმიზირებული პროცესების მეშვეობით, ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს უფრო მეტი პროდუქტიულობით, რესურსების უფრო ეფექტური ათვისებით და მუდმივი ოპტიმიზაციის გზების ძიებით.
  • ბიზნესში ცვლილებების სწრაფად ადაპტირების უნარი: ბიზნესი მუდამ ახალი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს ტექნოლოგიებში ცვლილებების შეტანა თუ კონკურენტების ახალი ინიციატივები. BPMN-ის მიერ შემოთავაზებულ სიცხადეს კი შეუძლია გაუადვილოს ბიზნესს ამ გამოწვევებთან ადაპტირება ჩახლართული გამოცნობანას სამუშაოს აღმოფხვრის გზით. BPMN-ის საშუალებით ბიზნესს ეძლევა უნარი იყოს ახალი ტექნოლოგიების, framework-ბის თუ პროცესების ადაპტაციისთვის მუდმივ მზადყოფნაში.
  • პროცესის კომუნიკაციისა და პერსპექტივის გაუმჯობესება: BPMN ტერმინოლოგიასა და დოკუმენტაციას შეუძლია დაარწმუნოს გუნდის წევრები თავიანთი ქმედებების სისწორეში, ასევე იმაში, თუ რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთონ. BPMN ასევე აადვილებს ცოდნის სწრაფ გადაცემას ინფორმაციის და გამოცდილების დოკუმენტირებულ პროცესებად გადაქცევის გზით, რომლის სწავლა ყველას შეუძლია ახალი თანამშრომლების ჩათვლით.