ბლოგი

მონაცემთა დაცვა ERP სისტემებში

ყველა კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებს ან სხვა ისეთ დეტალებს შეიცავს, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი შენახვა და დაცვა უცხო პირებისგან კომპანიისთვის უპირობოდ პრიორიტეტულია.

საკამათო არ არის, რომ ERP სისტემის მონაცემთა ბაზა კომპანიის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივია. მონაცემების შენახვის ორი ვარიანტი არსებობს: cloud-based და საკუთარ სერვერზე. ორივე შემთხვევაში მონაცემებს სჭირდება დაცვა და პერიოდულად დარეზერვება. ინფორმაციის დარეზერვება აუცილებელია, რადგან მისი დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდეს უახლოეს წარსულში დარეზერვებული ინფორმაციის აღდგენა.

როდესაც თქვენი კომპანიის ERP სისტემაში შენახულ მონაცემებს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა შეჩერდეს ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეპარტამენტების მუშაობა როგორებიცაა ადამიანური რესურსები, წარმოება, ფინანსები, ბუღალტერია და სხვა.

კომპანიის ERP სისტემის ბაზის დაცვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. უმთავრესი და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც მონაცემების დასაცავად უნდა გადაიდგას არის თანამშრომლებისთვის ბაზაზე შეზღუდული წვდომის მიცემა. ასე თანამშრომელს უფლება მიეცემა ნახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მას ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება და თავიდან აიცილებთ ინფორმაციის არამიზნობრივ გავრცელებას. ასევე მნიშვნელოვანია ხშირად ცვალოთ პაროლები.

საკუთარი სერვერის ქონის შემთხვევაში, აუცილებლად დაიცვათ იგი სხვა და სხვა გარე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებებისგან. საჭიროა ასევე, პერმანენტულად ჩაატაროთ მონაცემთა აუდიტი, რათა დარწმუნდეთ ინფორმაციის სწორად შენახვაში და თავიდან აიცილოთ დიდი მოცულობის ინფორმაციის გაფანტვა.

და ბოლოს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ERP სისტემის მომწოდებელთან თუ როგორ დაიცვათ თქვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივი - მონაცემები.