ბლოგი

მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნელოვან ინფორმაციად, რომელსაც შემდგომ ბიზნესი იყენებს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. მონაცემთა ანალიზმა შეიძლება მოიცვას რამდენიმე სფერო, როგორებიცაა მარკეტინგი, ოპერაციული მენეჯმენტი და სხვა. მიღებული შედეგები კი გავლენას მოახდენენ შემდეგ მიმართულებებზე:

  • ხარჯების შემცირება;
  • მომხმარებლების ქცევა;
  • სამოქმედო გეგმა;

კომპანიისთვის მონაცემთა ანალიტიკოსის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ მონაცემთა ანალიტიკოსი ასრულებს უდიდეს როლს ორგანიზაციაში გადაწყვეტილებების მიღებისას. აღსანიშავია, რომ მონაცემებისთვის სხვადასხვა ინტერპრეტაციების მიცემა საკმარისი არ არის ანალიზის გასაკეთებლად. საჭიროა ანალიტიკოსს ჰქონდეს ისეთი უნარები, რომელთა გამოყენებით, იგი მონაცემებს დაამუშავებს კონკრეტული მიზნის შესაბამისად.

თითქმის შეუძლებელია ბიზნესისთვის მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობის შეფასება გადაჭარბების გარეშე. ფორბსის თანახმად, იმ კომპანიების 85%-ის შემოსავლები, რომლებიც მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს, ყოველწლიურად 7%-ით იზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდი განყენებულად, სხვა დეპარტამენტებისგან დამოუკიდებლად ვერ იმუშავებს. მათ სჭირდებათ ცოცხალი კომუნიკაცია ბიზნესისა და მარკეტინგის გუნდთან, ასევე მნიშვნელოვანია სისტემის არსებობა, საიდანაც მოხდება საჭირო, ზუსდი და დროული მონაცემების მიღება.

მონაცემთა ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პროგრამებს, რომელშიც ხდება მიღებული მონაცემების დამუშავება და მათი ვიზუალიზაცია. საუკეთესო პროგრამებს შორის არის: Excel, Tableau, SAS, Python.