ბლოგი

ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია ბიზნესისათვის, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. განვიხილოთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია თქვენი სტარტაპის ფინანსური სტაბილურობისთვის.

  • გაიღრმავეთ ცოდნა ფინანსებში
    ახალი ბიზნესის მფლობელთაგან, ცოტას თუ აქვს ინფორმაცია თავისი სტარტაპის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველთვიურად და კიდევ უფრო ცოტას ესმის იმ ციფრების შინაარსი, რასაც ბიზნესის შესახებ იგებს.
    თქვენი ბიზნესის ფინანსების გაგებისა და მართვისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სასწავლო მასალების შეგროვება დიდ დროს მოითხოვს, თუმცა შედეგად, თქვენ შეძლებთ სწორად გაიგოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური მხარე. აუცილებლად გაიღრმავეთ ცოდნა ამ მიმართულებით.

  • სწორად განსაზღვრეთ თქვენი სტარტაპისთვის საჭირო ფინანსები
    მას შემდეგ, რაც საკმარის ცოდნას დააგროვებთ ფინანსებში, დაიწყეთ კითხვების დასმა თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე:
    • რამდენი ფული დამჭირდება იმისათვის, რომ დავიწყო ბიზნესი?
    • რამდენ ხანში გახდება ჩემი პროდუქცია ან მომსახურება მომგებიანი?
    შეგიძლიათ განავრცოთ სისტემა თქვენი კორპორაციის მიღმა, რათა სანდო კლიენტებსა და მომწოდებლებს მისცეთ საშუალება დაუკავშირდნენ თქვენს სისტემას?
    ამ კითხვებზე ერთი იდეალური პასუხი არ არსებობს. ყველაფერი თქვენს ნიშაზეა დამოკიდებული, რაც თავდაპირველად მაქსიმალურად კონკრეტული და ვიწრო უნდა იყოს.
    კარგად უნდა გაიაზროთ თქვენი ნიშა, რათა შეკითხვებს მაქსიმალურად კონკრეტული პასუხები გასცეთ. მაგალითად, ბიზნესს, რომელიც მომსახურების სფეროში იწყებს მოღვაწეობას, გაცილებით ნაკლები ფული სჭირდება დასაწყებად, ვიდრე პროდუქციის მწარმოებელს. სფეროს მიუხედავად, მთავარია არ მოხდეს ფინანსების გადახარჯვა.
    სტარტაპები ხშირად ფართო აუდიტორიას ეჭიდებიან, რაც არასწორია, რადგან დიდ მასებზე მუშაობა მეტ კონკურენციას იწვევს, რაც ხარჯებსაც ზრდის.
    ახალი ბიზნესის მფლობელები საკუთარ სტარტაპში ხშირად ძალიან დიდ ფულს დებენ. ერთი შეხედვით, ეს მიდგომა მომგებიანი უნდა იყოს. რაც უფრო მეტ ფულს დახარჯავთ მომხმარებლების მოზიდვაში, მით მეტი მომხმარებელი გეყოლებათ. თუმცა, აქაც სიფრთხილეა საჭირო, რაც დახარჯული და მოსალოდნელი ფულის დათვლაში გამოიხატება.

  • გააკეთეთ ფინანსური მოგების პროგნოზი
    ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფინანსების განსაზღვრის მსგავსად, თქვენი მოგება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თქვენი სტარტაპის მომგებიან ბიზნესად ქცევა გარკვეულ დროს მოითხოვს. მთავარია მას გააჩნდეს ფულადი ნაკადები.
    მცირე ბიზნესის მფლობელების უმრავლესობისთვის, მოგების მიღება ბიზნესის ოპერირების დაწყებიდან პირველივე წელს არის აუცილებელი. ამით ისინი ბიზნესის მდგრადობას განსაზღვრავენ. თუმცა ეს მიდგომა არასწორია. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ როდის იქნება თქვენი ბიზნესი მომგებიანი, თუკი ფინანსური მოგების პროგნოზს გააკეთებთ, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით.
    მოგების პროგნოზირებისას, გაყავით შემოსავალი შუაზე და გააორმაგეთ ხარჯები პირველი 6 თვის ან თუნდაც ერთი წლის ჭრილში. ასე თავიდან აიცილებთ გადახარჯვას.
    შემოსავალი არის ამაოება და ფულადი ნაკადი არის ჭეშმარიტება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული ხართ ბაზარზე, თუკი არ გაქვს ფულადი ნაკადები.

  • გამოიყენეთ ექსპერტების ცოდნა
    მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია თქვენი ცოდნა ფინანსებში, საქმე მაინც ექსპერტებს მიანდეთ. თქვენ კი დარჩით საქმეში ჩახედულ უფროსად, რომელსაც ესმის ყველა ციფრი, რასაც თანამშრომლები აწვდიან.
    ბიზნესის მფლობელების უმრავლესობა არ მართავს საკუთარი სტარტაპის ფინანსებს, რადგან არ იცის როგორ გააკეთოს ეს. გამოცდილი კადრების დაქირავებით, თავს მოუყრით ყველა ხარჯს და გააკეთებთ ფინანსების სწორ პროგნოზს. რაც სამომავლოდ დაგიზოგავთ უამრავ დროსა და ფულს.
    თქვენი დრო და ფული ძვირფასია, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ მათ ეფექტურად ხარჯავთ.