ბლოგი

ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ვერ გააკონტროლებენ საკუთარ ფინანსებს, შესაბამისად ვერ გააკონტროლებენ ბიზნესსაც. კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვით ხდება ფულადი ნაკადების კონტროლი და ბიზნესის კურსის მიმართულების განსაზღვრა. განვიხილოთ იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია და რომლებიც ფინანსური აღრიცხვის გარეშე წარმოუდგენელია.

  • კანონის დაცვა
    ფინანსების მართვის ერთ-ერთი უპირატესობა არის კანონის დაცვის ქვეშ მოქმედება. კარგი ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე შეიძლება დაარღვიოთ უამრავი კანონი, როგორიცაა გადასახადების არასწორი რაოდენობის გადახდა ან სულაც თავის არიდება. ყველა ბიზნესი ემორჩილება კანონებს, შესაბამისად არასწორი ფინანსური ჩანაწერების შემთხვევაში ბევრ უსიამოვნო პრობლემას შეიძლება გადააწყდეთ.
  • ბიუჯეტისა და ფინანსური ჩანაწერების შექმნა
    აღრიცხვის სათანადო გამოცდილებით და ფულადი ნაკადების მოძრაობის გააზრებით შეგიძლიათ დაიწყოთ ბიუჯეტირება. ბიუჯეტის შედგენით თქვენ განსაზღვრავთ მოსალოდნელ შემოსავლებს და იყენებთ მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც საჭიროა ბიზნესის არსებობისა და ზრდისთვის. ეს არის გეგმა, მონახაზი, რომელიც მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ინფორმაციას სანაცვლოდ კი იძლევა საშუალებას გახადოთ თქვენი ბიზნესი უფრო დიდი, სტაბილური და წარმატებული.
  • ფინანსური საქმიანობის ანალიზი
    რთულია გაზარდოთ და განავითაროთ ბიზნესი თუ არ გაქვთ საშუალება დააკვირდეთ წარსულს, გააანალიზოთ და ისწავლოთ მისგან. კარგი აღრიცხვა სწორედ ამას გულისხმობს. თქვენი კომპანიის ფინანსური ჩანაწერების გადახედვით თქვენ ხედავთ არა მხოლოდ იმას, თუ სად წავიდა ფული, არამედ რა სიკეთე გააკეთა გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შემდეგ, შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად ფასობს კომპანიის ხარჯები საერთო ოპერაციებში. ამ სახის ინფორმაციით კი საბოლოოდ შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რომელი ოპერაცია გაზარდოთ ან შეამციროთ.
  • ბიზნეს-სტრატეგიის შემუშავება
    კომპანიების უმეტესობის მიზანია მოგების მიღება, მაგრამ ამისთვის ერთადერთი გზა პირველ რიგში, საკუთარი თავის გაზრდა და განვითარებაა. ფინანსური მონაცემები მოიცავს იმ მთავარ ინსტრუმენტებს რომელიც გეხმარებათ საოპერაციო ბაზრის ეკონომიკური ლანდშაფტის გაგებაში. თქვენი ჩანაწერები გეხმარებათ გაიგოთ რომელი პროდუქტია უფრო მეტად გაყიდვადი და მოთხოვნადი და რომელი არა. მაგალითისთვის, თუ ჩანაწერი გეუბნებათ, რომ არ იღებთ საკმარის შემოსავალს გარე რეკლამებიდან, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ რეკლამები გაავრცელოთ სახლებში. დაიქირავოთ ახალი განყოფილება, განავითაროთ ბიზნესი, მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, ამაში კი მხოლოდ კარგად შემუშავებული სტრატეგია დაგეხმარებათ, რომელიც ცხადია კარგად დამუშავებული ინფორმაციის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება.